მაშველები ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

მაშველები ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით არასრულწლოვანი ზღვაში დილით, მეგობრებთან ერთად შევიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს, როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე ფსკერზე. მობილიზებულია 2 ნავი, ორი სკუტერი და სამი მყვინთავი. ადგილზე მუშაობს თერმული დრონები, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს ახორციელებს. 

საძიებო პროცესში ასევე ჩართულია ექოლოტი, რომლითაც მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება.

Facebook Comments

ახალი დადებული

<