საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში შესვლის მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს

COVID-19-ის პირობებში საფრანგეთში შესვლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, 2 ივლისიდან საქართველოდან მიმავალი ყველა მგზავრისთვის ნებადართულია საფრანგეთში შესვლა.

„ისინი უნდა შედიოდნენ შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში: საფრანგეთის მოქალაქეები ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები; საფრანგეთის ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის ბინადრობის ბარათის მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან D ტიპის საფრანგეთის ვიზის მფლობელები; საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ბიომეტრული პასპორტი და შემდეგი დოკუმენტები:

გამგზავრების და უკან დაბრუნების ბილეთი; დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი, მოწვევის წერილი ან ოფიციალური მოწვევა; საფრანგეთში ყოფნის მთელ პერიოდზე საკმარისი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი საბუთი, ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე;
სამედიცინო დაზღვევა მთელი ყოფნის პერიოდზე ;

სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც გათავისუფლებული არიან შენგენის ვიზის ქონისგან (აშშ, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა); შენგენის ვიზის მფლობელი ნებისმიერი სხვა პირი.

გარდა ამისა, საფრანგეთში ბინადრობის ნებადამრთველი დოკუმენტები, რომელთა ვადაც ამოიწურა 2020 წლის 16 მარტსა და 15 ივნისს შორის პერიოდში, გახანგრძლივდა 6 თვის ვადით.

თუ თქვენ ბრძანდებით საფრანგეთის მოქალაქე, შეგიძლიათ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად შეხვიდეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს საცხოვრებელს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Facebook Comments

ახალი დადებული