„ფორმულას“ დაკვეთით Edison Research -მა გამოკითხვა ჩაატარა

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research -მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. ინფორმაციას formula news ავრცელებს.

გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება – 39%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16%

ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5%

ლეიბორისტული პარტია – 3%

ლელო – 3%

ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 3%

გირჩი – 2%

მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) – 1%

გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) – 1%

სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) – 1%

თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) – 1%

მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.

Facebook Comments

ახალი დადებული