ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი – მარიამ ხატისკაცი საზოგადოებას მიმართავს

მარიამ ხატისკაცი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა, კრიტიკოსებს მიმართავს. 

“მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა, ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა. როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ მაშინ, როცა არაფერი იცით. ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ. ამხელა ზიზღს გამოხატავთ ტყუილად, უსაფუძვლოდ და მერე ეკლესიებში დადიხართ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა” – წერს მარიამ ხატისკაცი. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს მარიამ ხატისკაცი მოსწონდა.

ჩვენებაში ლუკა გოგავა ამბობს, რომ შაქარაშვილს დაბადების დღეზე მარიამ ხატისკაციც იმყოფებოდა, რის გამოც გიორგის წვეულებაზე წასვლა უხაროდა და როგორც მას ჩვევია, ახლაც საგანგებოდ ემზადებოდა ამ დღისთვის.

გოგავა ასევე იხსენებს, რომ ხატისკაცსა და შაქარაშვილს 2018 წლიდან ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა 2 წლის შემდეგ მარიამ ხატისკაცის ინიციატივით დაშორდნენ.

“2018 წლის შემდეგ მეგობრობდა მარიამ ხატისკაცთან, ისინი ხშირად დადიოდნენ ხოლმე ერთად. 2020 წლის მაისის დასაწყისში, ზუსტი დრო არ მახსოვს, გიორგი შაქარაშვილმა მე და ოლეგ ბობოხიძეს გვითხრა, რომ მოსწონდა მარიამ ხატისკაცი და მასთან აყალიბებდა სასიყვარულო ურთიერთობას. ასევე, გვითხრა, რომ მოწონება ორმხრივი იყო და მარიამ ხატისკაცსაც მოსწონდა იგი. მოკლედ, ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მარიამ ხატისკაცისა და გიორგი შაქარაშვილის ურთიერთობის შესახებ გურამ ამირხანაშვილმა მოგვიანებით გაიგო, რამდენადაც მე ვიცი, ვინაიდან, იგი ჩვენთან ერთად არ იყო იმ დროს, როდესაც გიორგიმ მე და ოლეგს გვითხრა ამის შესახებ. 2020 წლის მაისის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მე ვიყავი სახლში, რა დროსაც ჩემთან მოვიდნენ გიორგი შაქარაშვილი და ოლეგ ბობოხიძე. ჩვენ ეზოში ვმოძრაობდით და თან ვსაუბრობდით, როგორც ყოველთვის. გიორგიმ დაიწყო საუბარი და მითხრა, „ვერ დაიჯერებ რა მოხდა“, რის შემდეგაც მე დავინტერესდი, თუ რა მოხდა და დავუსვი მას კითხვა, რაზედაც გიორგიმ მიპასუხა „მარიამ ხატისკაცმა მომწერა, აღარ მომწონხარო“, თან ოლეგ ბობოხიძის ტელეფონში გახსნა თავისი „ფეისბუქი“ და მაჩვენა მარიამ ხატისკაცისგან გამოგზავნილი შეტყობინება. რამდენადაც მახსოვს, შეტყობინებაში ეწერა: „მგონი აღარ მომწონხარ“, გიორგის პასუხის ფორმულირება აღნიშნულ შეტყობინებაზე მე ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, შინაარსობრივად იგი გაოცებას გამოხატავდა მარიამის შეტყობინებაზე და შემდეგში მისი ნახვა უნდოდა სიტუაციაში გასარკვევად. მე, ოლეგ ბობოხიძემ და გიორგი შაქარაშვილმა ის დღე ერთად გავატარეთ, ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ მარიამ ხატისკაცი გიორგის დაშორდა. 2020 წლის ივნისის შუა რიცხვები იქნებოდა, როდესაც მე გიორგისგან გავიგე, რომ იგი და გურამ ამირხანაშვილი დაპატიჟებულები იყვნენ ვინმე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე, რომელიც რამდენადაც გავიგე, ასევე „ქვინ დენს სტუდიოს“ მოცეკვავე იყო და მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძისა და ლიზი ქსოვრელის სამეგობრო წრიდან იყო, ოღონდ ეს დეტალი ზუსტად არ ვიცი. ზოგადად, გიორგის საუბრიდან შემექმნა ასეთი წარმოდგენა. გიორგი დაბადების დღემდე რამდენჯერმე ვნახე, იგი გახარებული იყო და ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად. ზოგადად, გიორგი ასეთ საკითხებთან მიმართებაში ძალიან პედანტური იყო, ამ დაბადების დღეზე წასასვლელადაც რამდენიმე ხნით ადრე დაიწყო მზადება, რაც გამოიხატებოდა წინასწარ ტანსაცმლის შერჩევაში, ტრანსპორტის ხარჯების შეგროვებაში და ა.შ…

მე წარმოდგენა არ მაქვს, რის გამო დაშორდა მარიამ ხატისკაცი გიორგი შაქარაშვილს, არ ვიცი სხვა ვინმესთან აქვს თუ არა ურთიერთობა, ასევე არ ვიცი, სხვა პირს უყვარს თუ არა მარიამ ხატისკაცი და ასეთის არსებობის შემთხვევაში, იმყოფებოდა თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამეს მცხეთაში” – აღნიშნავს გოგავა თავის ჩვენებაში. 

Facebook Comments

ახალი დადებული