“ჩემი შვილიც კარანტინშია, გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე… დავაფასოთ, რაც გვაქვს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელება დაბალია, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს.

იმნაძემ ტურისტული სეზონის რისკებზეც ისაუბრა და საინტერესო ფაქტი გაიხსენა:

“კითხულობენ, რატომ უნდა შემოვიდეს ტურისტი. რისკი, რა თქმა უნდა, მოიმატებს, მაგრამ ეს არამართვადი რისკი არ იქნება. რაც შეეხება შემოწმებას, შემომსვლელებისთვის აპლიკაცია არსებობს, სადაც, ვისაც სურვილი აქვს, გარკვეულ კითხვებს პასუხობს. რამდენიმე ათეულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოთქვა სურვილი და მათ ვაძლევთ ასეთ წინადადებას: თანახმა ხართ თუ არა, რომ შემოსვლისას გაიკეთოთ ტესტი. საოცარი შედეგი მივიღეთ. ყველამ განაცხადა, რომ
თანახმაა. მხოლოდ 2 უარი იყო და ისიც ქართველებისგან, რომლებსაც უცხოური პასპორტები აქვთ. 200 შემთხვევა გვაქვს კარანტინიდან გამოვლენილი, 200 ათასი გახდებოდა, კარანტინში რომ არ მოგვეთავსებინა. დავაფასოთ, რაც გვაქვს… რატომ წარმოუდგენიათ კარანტინი ასე, არ მესმის, ჩემი შვილიც კარანტინშია, გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე” – განაცხადა იმნაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული