აღმაშენებელზე სროლის შედეგად დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე სროლის შედეგად დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

60 წლის კაცს ჭრილობა თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, მას სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, თვითმკვლეობის მცდელობამდე მიყვანისა და და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა- ტარების მუხლებით დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული