ენტონი ფაუჩი: ერთ დღეს აშშ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება

Dr. Anthony Fauci, director of the National Institute for Allergy and Infectious Diseases, prepares to testify before the Senate Health, Education, Labor and Pensions (HELP) Committee on Capitol Hill in Washington DC on Tuesday, June 30, 2020. Fauci and other government health officials updated the Senate on how to safely get back to school and the workplace during the COVID-19 pandemic. Photo by Kevin Dietsch/UPI

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ ერთ დღეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.

„ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ვირუსზე კონტროლის დამყარების გზაზე ვართ. საბოლოოდ კი ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდებით“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

ენტონი ფაუჩის თქმით, ბოლო 5-6 თვის განმავლობაში აშშ-მა ძალიან რთული პერიოდი გაიარა, თუმცა ეს მდგომარეობა დასრულდება.

„ზოგჯერ ისე ხართ გაღიზიანებული და იმედგაცრუებული, რომ ფიქრობთ, რომ ეს არასდროს დასრულდება. ეს დასრულდება. დასრულდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო ზომების გამოყენების მეშვეობით“, – დასძინა მან.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდინფიცირების 3 570 000 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 138 000 ადამიანი, 1 679 633-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

Facebook Comments

ახალი დადებული