“თუ შენ ამას მართლა აპირებ, თავისუფალ მედიასთან გააკეთე, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს” – გრიგოლიას მიმართვა ბრეგვაძეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკითხული ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ფოტოგრაფს სურს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა და ეს ჟურნალისტებთან ერთად გააკეთოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ფოტოგრაფმა ექსპერიმენტში მონაწილეობა იმ მედია საშუალებასთან ერთად უნდა მიიღოს, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

“იაკობ შენ მინდა ახლა რომ მოგმართო. არ შეგაცდინონ არავინ და არ დაგითანხმონ ისეთ მედია საშუალებას მისცე შენ  ეს ინტევიუ ადგილზე ჩასვლით, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდით არის დაკავებული. ასეთ შემთხვევაში, მართლა გაუჩნდება ძალიან დიდ ნაწილს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს რაიმე ტიპის ეჭვი, რომ იქ რაიმე ხომარ იჩქმალება და უფრო დიდი და ბევრი კითხვა გაჩნდება. ამიტომ მინდა, როგორც ჟურნალისტმა გითხრა: თუ შენ ამას მართლა აპირებ, თავისუფალ მედიასთან გააკეთე, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მინდა გირჩიო, როგორც 49 წლის დედამ შვილს: არ დაუჯერო ვინც გირჩევს, რომ ეს შენ უნდა გააკეთო სამთავრობო მედიის დახმარებით. იმიტომ, ორმ იქვე უფრო მეტი კითხვები გაჩნდება. ამას გეტყვი როგორც ჩემს შვილს”, – განაცხადა გრიგოლიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული