კახა კუჭავა Edison Research-ის კვლევაზე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს და უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება

ამ კვლევებშიც ვერ შეძლეს, არ ეჩვენებინათ, თუ რამდენად წინ არის „ქართული ოცნება“ მთლიანად აღებული ოპოზიციური სპექტრის რეიტინგთან და თუ ჩვენ შევხედავთ ამას ალოკაციის შემდეგ, აქაც ძალიან მყარად და დამაჯერებლად ლიდერობს „ქართული ოცნება“ და პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„წლების განმავლობაში ატარებდნენ ამ კვლევებს, რაც არასდროს ემთხვეოდა საბოლოო შედეგებს. საკმაოდ მაღალი აცდენებიც იყო და რთულია, ენდო ამ კვლევებს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დავინტერესდეთ, ვინ აკეთებს საველე სამუშაოებს და მარტივია, შემდეგ მივხვდეთ, რომ ეს კვლევები არ არის სიზუსტესთან და იმ რეალურ სურათთან ახლოს, რომელიც შეიძლება მათ დაენახათ, მაგრამ არ უნდოდათ ეს გადმოეცათ. ფაქტი ერთია, რომ ამ კვლევებშიც კი მათ ვერ შეძლეს არ ეჩვენებინათ, თუ რამდენად წინ არის „ქართული ოცნება“ მთლიანად აღებული ოპოზიციური სპექტრის რეიტინგთან, მაგრამ აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ჩვენ შევხედავთ ამას ალოკაციის შემდეგ, თუ როგორ სურათს შეიძლება ვხედავდეთ, აქაც ძალიან მყარად და დამაჯერებლად ლიდერობს „ქართული ოცნება“ და პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” – 39%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”- 5%, მოსახლეობის 20% კი ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

Facebook Comments

ახალი დადებული