ლონდონი მოსკოვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ავქცინის მოპარვაში ადანაშაულებს

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრში (NCSC) აცხადებენ, რომ ჰაკერული ჯგუფი APT29, რომელიც სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული, შეეცადა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მონაცემების მოპარვას. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე წერია.

NCSC-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა განახორციელეს შეტევა ორგანიზაციებზე, რომლებიც ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ კანადაში, აშშ-ში და ბრიტანეთში. ინფორმაციაზე წვდომისთვის ისინი ვირუსებს იენებდნენ.

NCSC-ის დასკვნას ეთანხმებიან კოლეგები აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტოდან. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა რუსული სპეცსამსახურების მოქმედება დაგმო. 

იმავე დღეს რააბმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა, კავშირში იყოს ვაჭრობის შესახებ აშშ-ბრიტანეთის საიდუმლო მოლაპარაკებების გასაჯაროებაზე. გარდა ამისა, მან ბრალი დასდო რუსულ მხარეს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში. 

კრემლში ბრალდებას უარყოფენ. 

ჰაკერული დაჯგუფება APT29 ასევე ცნობილია, როგორც Cozy Bear და The Dukes, 2008 წლიდან მოქმედებს. 2018 წლის იანვარში ნიდერლანდების დაზვერვამ განაცხადა, რომ ჰაკერების უკან რუსული სპეცსამსახურები დგას. 

Facebook Comments

ახალი დადებული