ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მიმართვა

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და ფეისბუქმომხმარებლებს მიმართავს:

,,აუცილებლად გაიკეთეთ ძირეული გამოკვლევა წელიწადში ერთხელ. მესმის რომ ამის საშუალება ყველას არ აქვს მაგრამ, წელიწადში ერთხელ ონკო კვლევის ფულს ბევრი დაზოგავთ.

ისარგებლეთ სკრინინგის უფასო პროგრამით. 21 საუკუნეა და ყველაფერს ეშველება ყოფილა ტყუილი. შეიძლება ყველაფერი გააკეთო, წარმოუდგენლად რომ გეჩვენება ის პროცედურებიც მოასწრო მაგრამ, ვერაფერი უშველო დაგვიანებულ დიაგნოზს. არ აქვს მნიშვნელობა საუკუნეს და არაფერს ამ ქვეყანაზე. და ხშირ შემთხვევაში ეს ვერაგი დაავადება მიდის საერთოდ უსიმპტომოდ. მეოთხე სტადიაში აღმოვაჩინეთ დაჯის ფილტვის სიმსივნე.

…მე, კიდევ მჯერა რომ ადამიანები არსად არ მიდიან. ამხელა ენერგია არსად ქრება. ამიტომაც ჩემს ენერგიებს დაემატა ახალი, დაჯის ენერგია”, – წერს ტელეწამყვანი.

Facebook Comments

ახალი დადებული