სალომე ზურაბიშვილი: დავიღალე რამდენიმე ტელევიზიისგან ბულინგით

დავიღალე რამდენიმე ტელევიზიისგან ბულინგით ჩემ მიმართ, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ გამასაღოთ მოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. თუ ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, თუ რაღაც. ერთი-ერთზე ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი -ერთზე და ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი. ლაპარაკი, სიყვარული ალბათ არ იცით. არც ჩხუბი მითქვამს და არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში და ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული