უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა

უკრაინული ტელეარხის „1+1“ წამყვანს მარიჩკა პადალკოს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა. უხერხული ინციდენტი ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას მოხდა, თუმცა ტელეწამყვანი არ დაიბნა, კბილი ხელში დამალა და ახალი ამბების კითხვა განაგრძო.

ინტერნეტ-მომხმარებლებმა მარიჩკა პადალკოს პროფესიონალიზმს გაუსვეს ხაზი და ივარაუდეს, რომ ეს დროებითი კბილი იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული