ქალი, რომელიც მეზობლის ძაღლმა დაგლიჯა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

67 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ეზოში ძაღლმა დაგლიჯა, მძიმეა. პაციენტს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, 67 წლის ქალს ძაღლის კბენის შედეგად მიყენებული ჭრილობები თავისა და სახის მიდამოში აქვს, ასევე გულ-მკერდის, ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში.

“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა არის არასტაბილური, უტარდება ყველა ის ღონისძიება რაც საჭიროა.

ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალბატონს მიყენებული აქვს კბენის შედეგად ეს არის თავი და სახის მიდამო, სადაც ჩატარდა ყბა-სახის ქირურგების მიერ ოპერაცია. ასევე არის მუცლის ჭრილობაც, მაგრამ მუცლის ღრუ დაზიანების გარეშეა. ორივე ქვემო კიდურზე არის მიღებული ჭრილობა. ერთადერთი, ყველაზე მძიმე კატეგორიად ფასდება, როდესაც არის თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია, აღდგენილ იქნა ქსოვილი, ვნახოთ როგორ წავა მდგომარეობა,” – აღნიშნა ლევან რატიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული