გვარამია გიორგი შაქარაშვილის დედას პასუხობს: ჩვენ არავის ვუშლით ხელს გლოვაში, თუ არა და, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით – ასე პასუხობს 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურტელის დედას მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია წერს. 

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით არავის აზრი აინტერესებს და არხი სიმართლის დასადგენად მუშაობს. 

“ნურავინ შეიწუხებთ თავს ჩემი და მთავარი არხის დამუნათებით და მორალური უპირატესობის გამოყენებით ჩვენი პრესინგით. ჩვენ არავის აზრი არ გვაინტერესებს, სრულიად – არავის. არავისზე არ ვმუშაობთ და არავის პერსონალურად არ ვემსახურებით. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ ვის ენდობა, ვის ვისი სურათი უკიდია ოთახში და ვინ ვის ირჩევს საკუთარი პოზიციის გამხმოვანებლად. ჩვენ არავისთვის არ გვითხოვია დახმარება და არავის თანადგომას არ ვსაჭიროებთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძების ფარგლებში.

ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ პირველ რიგში შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მხოლოდ მისი პრობემაა და არა ჩვენი – ჩვენ გამოძებას არ ვენდობით.

ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირევებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი. არავის ვუშლით ხელს არც გულშემატკივრობაში და არც გლოვაში. თუ არა და, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა.

სიმართლე – სინათლეა. მალე განათდება. ძალიან მალე. ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო “წერა-კითხვებით” – ამბობს გვარამია. 

შეგახსენებთ, გიორგი შქაქარაშვილის დედამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მედიასაშუალებებს თხოვა, შეწყვიტონ მისი შვილის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულირება და აცადონ ოჯახს გლოვა.

Facebook Comments

ახალი დადებული