„ბარსელონამ“ შეიძლება გრიზმანი ბერნარდო სილვათი შეცვალოს

რამდენიმე ესპანური წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ბერნარდო სილვა „ბარსელონას“ სატრანსფერო სამიზნე გახდა.

კატალონურმა კლუბმა, შესაძლოა, ანტუან გრიზმანის წასვლის შემთხვევაში შეიძინოს 25 წლის პორტუგალიელი. გრიზმანმა „ატლეტიკოსგან“ ტრანსფერის შემდეგ, ვერ შეძლო სადებიუტო სეზონში თავის გამოჩენა.

სილვას მოქმედი კონტრაქტი „სიტისთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ „ბარსა“ მაინც აპირებს წინადადებით მიმართოს ინგლისის ვიცე-ჩემპიონს.

ბერნარდო სილვას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს. ამ სეზონში მან 32 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, ექვსი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.

Facebook Comments

ახალი დადებული