კანადაში პოლიციელებმა მამაკაცი მოკლეს, რომელმაც სუპერმარკეტში ნიღბის გაკეთებაზე უარი განაცხადა

კანადაში პოლიციელებმა მოკლეს 73 წლის მამაკაცი მას შემდეგ, რაც მან სუპერმარკეტში უარი განაცხადა ნიღბის გაკეთებაზე, ამის შესახებ გამოცემა The Mirror იტყობინება.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ მამაკაცი ონტარიოს შტატში, მიდენის მაღაზიის თანამშრომელს თავს დაესხა, რადგან მას სამედიცინო ნღბის გაკეთება მოთხოვეს. თანამშრომელმა განაცხადა, რომ მომხმარებელმა მას ცემა დაუწყო, სხვები კი, ცდილობდნენ მამაკაცი გარეთ გაესტუმრებინათ.

მაღაზიის დატოვების შემდეგ პენსიონერი ჩაჯდა თავის ავტომობილში და შეეცადა, მაღაზიის თანამშრომლებს დაჯახებოდა. ის შენობაში ავტომობილით შეიჭრა, შემდეგ კი, მიმალვა სცადა.

„ავტომობილის ნომრების მიხედვით, პოლიციამ მამაკაცის ვინაობა დაადგინა და მასთან სახლში მივიდა, თუმცა ადგილზეც წარმოიშვა კონფლიქტი და სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, მამაკაცისთვის ესროლათ“,-განაცხადეს საგამოძიებო განყოფილებაში. მათივე თქმით, დაჭრილი პენსიონერი საავადმყოფოში გარდაიცვალა.   

ონტარიოს პროვინციის პოლიციის სერჟანტმა დაადასტურა, რომ მამაკაცმა სუპერმარკეტში ნიღბის გაკეთება არ მოინდომა, მას არ მოემსახურნენ, რის შემდეგაც ის მაღაზიის თანამშრომლებს თავს დაესხა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: