ლონდონში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირება მოხდა

ლონდონში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირება მოხდა. ბრიტანეთში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა სომხეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, ლოზუნგით „ყარაბაღი ჩვენია“.

მათ სომხეთ-აზერბაიჯანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები გააპროტესტეს და სომხური მხარე პროვოკაციაში დაადანაშაულეს. აქცია ეთნიკურ სომხებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა.

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა მალავს.

Facebook Comments

ახალი დადებული