ნანტიში წმ.პეტრე და პავლეს ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

საფრანგეთის ქალაქ ნანტიში წმინდა პეტრე და პავლეს საკათედრო ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 7:30 საათზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო მანქანების ჯგუფი მალევე მივიდა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში დაახლოებით, 60 მეხანძრეა ჩართული. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საფრანგეთში ნანტის წმინდა პეტრე და პავლეს საკათედრო ტაძრის მშენებლობა XV საუკუნეში დაიწყო და 457 წელი გრძელდებოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული