პრეზიდენტი: მზად ვარ უკრაინასთან მეგობრობის განახლებას შევეცადო

„მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო უკრაინაში დიდწილად, კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო, გადადებული ვიზიტი, შევეცადო ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენს შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიმართ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებები, ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურად მოქმედებს.

„საქართველოს მთავრობის მიმართ პროვოკაციული ტონი, რომელიც ასევე შეიცავს ხელისუფლების არალეგიტიმურად დახასიათებას და მომდინარეობს უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. მინდა, თქვენ და თქვენი საშუალებით თქვენს ხელისუფლებებს მოგმართოთ, მოახდინოთ ზომიერი და საგულისხმო გავლენა, წაახალისოთ გარკვეული რაციონალურობა, რათა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოს საერთო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული