პრემიერი: გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მდგომარეობას გავუფრთხილდეთ

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.

მისი თქმით, სამართალდამცავმა სისტემამ აიღო სრული პასუხისმგებლობა, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს.

ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პოლიტიზირებისთვის სივრცე არ უნდა დარჩეს.

„სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება.

ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ, პირველ რიგში, მოქალაქეებმა ჩვენი ზრუნვა ოჯახზე უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას გავუფრთხილდეთ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული