აზერბაიჯანში ცნობილი ექიმი-რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა

აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო, გარდაიცვალა ცნობილი ექიმი-რეანიმატოლოგი კარემ იაგუბოვი. ის კლინიკური მედიცინის ცენტრში მუშაობდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. გამოცემების ცნობით, ექიმის გადასარჩენად მისი კოლეგები დიდხანს იბრძოდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ კარემ იაგუბოვს კორონავირუსი პაციენტებისგან გადაედო. 

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო ზომების ვადა 5 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

Facebook Comments

ახალი დადებული