გარდაცვლილის ოჯახის პოზიციაში ეჭვის შეტანა არის არა მხოლოდ უპრეცედენტო თავისი შინაარსით და ცინიზმით, არამედ ახალი ბოლშევიზმი

ოპოზიციის მხარადამჭერ მედიას, როდესაც “ლიბერალური მედიის” საფარქვეშ პრეტენზია აქვს ობიექტურობაზე და სიმართლეზე, და ამას ახლა ჟურნალისტურ გამოძიებად ნათლავს, საერთო ჟურნალისტურ გამოძიებასთან ნაკლებად აქვს,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძე ზოგიერთი ჟურნალისტის და პოლიტიკოსის მიერ, გიორგი შაქარაშვილის დედის მიმართ გამოთქმულ ეჭვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ზოგადად, ოპოზიციის მხარდამჭერი მედიის საინფორმაციო ბადე და ე.წ ‘დისკურსული სახესხვაობები“ სხვა არაფერია თუ არა სიმართლის ფაბრიკაცია, ამ ტრაგედიით სპეკულირება და მისი პოლიტიკურ ჩარჩოში მოქცევა, თითქოსდა ყველაფერი კეთდება ალტერნატიული აზრის ფორმირებისათვის.

მისივე თქმით, სწორედ ამ დროს ხდება საკუთარი შენიღბული პოლიტიკის რეალიზაცია ადამიანებზე ზემოქმედებისათვის, ბუნებრივია ხელისუფლების წინააღმდეგ.

„საკუთარი შეხედულებების იმგვარად იმპლიმენტირება, როდესაც ის ცხადდება ერთადერთ ჭეშმარიტებად, გამოძიების ცალსახად ეჭქვეშ დაყენება და რაც მთავარია, თავად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის პოზიციაში ეჭვის შეტანა, არის არა უბრალოდ უპრეცედენტო თავისი შინაარსით, სუბიექტურობა ან ცინიზმი, არამედ ახალი ბოლშევიზმი.

სწორედ ეს ნეო ბოლშევიზმი იყო წინა ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მეინსტრიმი, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა არც ევროპულ ლიბერალიზმთან და არც დემოკრატიასთან ზოგადად. გამრუდებული, რადიკალური ლიბერალიზმის მართველობის ეს ფორმა განასახიერებდა დეჰუმანიზირებულ სისტემას, როდესაც ყველა სხვა განსხვავებული აზრი იდევნებოდა და არა თუ იდევნებოდა, არამედ სიკვდილითაც ისჯებოდა.

შვილმკვდარი დედის ირინა ენუქიძის ბრძოლა ამ არაადამიანურ სისტემასთან ამის ნათელი ისტორიაა. მისი ბრძოლა იყო მაგალითი არა მხოლოდ სიმართლის დასადგენად და საკუთარი ოჯახის პატივის დასაცავად, არამედ მომავალისთვისაც. მან თავისი ბრძოლით და სიკვდილით გამოუტანა კიდეც განაჩენი სიცრუეზე და მოდელირებულ ქრონიკებზე და ტვინის რეცხვის პოლიტიკაზე აგებულ ნაციონალურ მართველობას საქართველოში“,- წერს გოგიტა ცუცქირიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული