ეს 17 ბავშვი რომ დაჭერილია, იქნებ იმიტომ დაიჭირეს, რომ ჩვენება არ მისცენ

სამხარაულის ექსპერტიზას რომ ენდო, უცხოპლანეტელი უნდა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ექსპერტიზამ დაადგინა დაზიანებები,-ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგენილია, რომ გიორგი შაქარაშვილი გახდა წამების, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

„ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ეს ადამიანი თუ ცემეს, სახლში წასვლის მაგივრად, წყალში შესულიყო. ეს ადამიანი უმწეო მდგომარეობაში, ნაცემი და ნაწამები აიღეს და წყალში ჩააგდეს. იცით რა შთაბეჭდილება მრჩება? ეს 17 ბავშვი რომ დაჭერილია, იქნებ იმიტომ დაიჭირეს, რომ ჩვენება არ მისცენ. შეიძლება იმიტომ არიან დაჭერილები, რომ ხელისუფლებას არ აწყობს მათი ლაპარაკი, ხდება საქმის გაყალბება. ფეოდალს არ უნდა, რომ გაანაწყენოს თავისი კუნთმაგარი ბიჭები. ალბათ პრეცედენტს არ ქმნის იმისა, რომ თავის კუნთმაგარ ბიჭებს არ დაიცავს“,-აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული