თამარ მახარობლიძე: ზოგიერთი ადამიანი თუ მედია ცდილობს, გაუსაძლის პირობებში ამყოფონ ოჯახი, ყოველდღე მოუკლან შვილი

იურისტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რამდენიმე მედიასაშუალების მიმართ გიორგი შაქარაშვილის დედის ემოციურ მიმართვას ეხმიანება.

მისი თქმით, იქამდე მიიყვანეს შვილმკვდარი დედა, რომ იძულებული გახდა, ბოლო ძალები მოეკრიბა და განცხადება დაეწერა.

,,ამ საქმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, თუმცა, ზოგიერთი ადამიანისა თუ მედია საშუალების ქმედება ყველანაირ ზღვარს გაცდა. ასეთი ტრაგედიის შემდეგ, ცდილობენ, გაუსაძლის პირობებში ამყოფონ ოჯახი, ყოველდღე მოუკლან შვილი. ბევრ ადამიანს ეწყინა გიორგის სიკვდილი, თუმცა, მშობლის განცდას ვერაფერი შეედრება. იქამდე მიიყვანეს შვილმკვდარი დედა, რომ იძულებული გახდა, ბოლო ძალები მოეკრიბა და განცხადება დაეწერა. კარგად წაიკითხეთ და შეეშვით ,,გულშემატკივრები“ ამ ოჯახს. თანაგრძნობა თამუნას“,- წერს თამარ მახარობლიძე

Facebook Comments

ახალი დადებული