მაია ცქიტიშვილი: ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი დროის ეკონომიას გვაძლევს და უსაფრთხოების სხვა სტანდარტია

ჯაპანადან-ლანჩხუთამდე 6 სოფლის გავლა გვიწევდა და ეს იყო ყველაზე დატვირთული მონაკვეთი. 14-კილომეტრიანი მონაკვეთი, შეიძლება არ ჟღერს მნიშვნელოვნად, მაგრამ შესაძლებელია დროის 30%-ით შემცირება, – ამის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს.„ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი დროის ეკონომიას გვაძლევს და უსაფრთხოების სხვა სტანდარტია“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის ორი მონაკვეთი მომავალ წელს გაიხსნება. „სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი 4 ლოტისაგან შედგება. ახლა პირველ და მეოთხე ლოტზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და მომავალ წელს გავხსნით დამატებით ორ მონაკვეთს. მესამე მონაკვეთზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა. ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილი დღეიდან გაიხსნა. 

Facebook Comments

ახალი დადებული