ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძრის გაჩენის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნანტის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით 1 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარი რუანდიდან დევნილ კაცზეა, რომელიც ტაძარში მოხალისედ მუშაობდა. სწორედ მას ევალებოდა ტაძრის ჩაკეტვა ხანძრის გაჩენამდე ერთი დღით ადრე. ბრალდების მხარის განცხადებით, მათ კაცის სამუშაო გრაფიკში არსებული უზუსტობების გარკვევა უნდათ და საუბარი იმაზე, რომ ხანძრის გაჩენაში გარკვეული როლი სწორედ დაკავებულმა ითამაშა „ნაადრევია“.

ხანძარი ტაძარში 18 ივლისს გაჩნდა. ნანტის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერა საკათედრო ტაძარში სამ ადგილას გაჩნდა: დიდ ორღანთან და კოლონების ორივე მხარეს, ამიტომ სამართალდამცველები ცეცხრის განზრახ გაჩენის ვარიანტს არ გამორიცხავენ.

Facebook Comments

ახალი დადებული