პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი, სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარი ინცინდენტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მინდია გოგოჭურის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

მინდია გოგოჭური დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილით, რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული