„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაამტკიცა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ხვალ წარუდგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ახალციხე – ანტონ ობოლაშვილი; რუსთავი – ნინო ლაცაბიძე; ზესტაფონი – ბეჟან წაქაძე; მცხეთა – შალვა კერესელიძე; ბოლნისი – გოგი მეშველიანი; საბურთალო – დავით სერგეენკო; გლდანი – ლევან კობიაშვილი; ისანი – სოზარ სუბარი; რაჭა – გოჩა ენუქიძე; გურჯაანი – დავით სონღულაშვილი; თელავი – ირაკლი ქადაგიშვილი.

20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ დაასახელებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

Facebook Comments

ახალი დადებული