მამუკა მდინარაძე: სამწუხაროა, რომ მძიმეწონიანი კონკურენტები არ გვყავს

ჩვენ არ გვიხარია, რომ არ გვყავს მძიმეწონიანი კონკურენტები. ჩვენ გვყავს კანდიდატები, რომელთაც, სამწუხაროდ, კონკურენტები ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ისინი არ არიან ჩვენთვის მძიმეწონიანი კონკურენტები, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ, მაჟორიტარი კანდიდატების სიის გასაჯაროვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ოპოზიციის რომელიმე კანდიდატი მეტად ცნობადი იყოს, თუმცა ეს არჩევნების შედეგს ვერ განსაზღვრავს.

„თუ ეს ცნობადობა ნეგატივითაა შემოსილი, ამასთან დაკავშირებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მათ, შალვა ნათელაშვილის ოფისში შეკრებილ საზოგადოებას აქვს პრობლემები, ზოგ მათგანს საკუთარი წარსული ამძიმებს, ზოგს – დღევანდელი დღე. სამწუხაროა, რომ ისინი არ არიან ძლიერი კონკურენტები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული