მეცნიერებმა ახალი პრეპარატი გამოსცადეს, რომელიც კორონავირუსის პროგრესირებას ხელს უშლის

მკვლევრები, რომლებიც კორონავირუსით კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებზე ექსპერიმენტულ პრეპარატს იყენებდნენ, აცხადებენ რომ პრეპარატი დაავადების პროგრესირებას ხელს უშლის.

ექსპერიმენტული პრეპარატი SNG001 ბეტა ინტერფერონის საინჰალაციო შემადგენლობაა, რომელიც ფარმაცევტული კომპანია Synairgen-ის მიერ არის დამზადებული და კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიეცა, რომლებსაც ჟანგბადის თერაპია სჭირდებოდათ.

აღსანიშნავია, რომ ამავე წამლით ასთმას და სასუნთქი გზების სხვა ინფექციურ დაავადებებს მკურნალობენ, თუმცა, ის, რომ წამალი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტურია, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

კვლევამ, აჩვენა რომ იმ პაციენტებიდან, რომლებიც წამალს იღებდნენ, კორონავირუსის მძიმე ფორმა 79%-ს აღარ განუვითარდა.

კვლევის ხელმძღვანელმა და რესპირატორული მედიცინის პროფესორმა, ტომ უილკინსონმა განაცხადა, რომ გუნდი „აღფრთოვანებულია ამ პროცესის შედეგად მიღებული დადებითი მონაცემებით“.

„შედეგები ჩვენს მოსაზრებას ადასტურებს იმის თაობაზე, რომ ბეტა ინტერფერონს ფილტვების იმუნური რეაგირების აღსადგენად, დაცვის გასაძლიერებლად, გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად და SARS-CoV-2-ის ვირუსისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, – აღნიშნა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული