მირიან ნიკოლაძე: პროკურატურამ დააფიქსირა პოზიცია, რომ სიმართლის დასადგენად ძალისხმევას არ დაიშურებს

„პროკურატურამ მკაფიოდ დააფიქსირდა თავისი პოზიცია, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს სიმართლის დასადგენად, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული დრო და მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა მაღალი სტანდარტით წავიდეს საქმე სასამართლოში“,- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ, პროკურატურაში შაქარაშვილის მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახი ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნა და არასრულწლოვანი დაკავებულების საქმის ცალკე გამოყოფა მოხდებოდა.

რაც შეეხება გავრცელებულ ახალ ვერსიას, თითქოს ფეხბურთელი დღენახევრის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაახრჩეს, როგორც მან აღნიშნა, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის მდგომარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ის წყალში იყო, ხოლო ფრაზა „გვამური გაშეშება გამოყოფილია ყველა ჯგუფის კუნთებში“ უნდა გახდეს გამოძიების საგანი და ამ საკითხზე შესაძლოა ექსპერტებიც დაიკითხონ.

Facebook Comments

ახალი დადებული