“წუხელ ჩემს სადარბაზოში მოხდა საზარელი ფაქტი”- რა მოხდა ქუთაისში

წუხელ ჩემს სადარბაზოში მოხდა საზარელი ფაქტი. განსაკუთრებული სისატიკით მოკლეს ქალი,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, იმ ქალის მეზობელი წერს, რომელიც გვიან ღამით ყელგამოჭრილი იპოვეს.

თითქოს რა უნდა თქვა ამაზე მეტი საშინელება, მაგრამ გეტყვით.

ყვირილი გაიგონეს, მესამე სართულიდან ღია ფანჯარაში. დაახლოებით წარმოგიდგენიათ ალბათ რა ხმა გამოვიდოდა, რეაგირება არ იყო, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანი მივიდა ეზოში შეკრებილებთან და სთხოვა სასწრაფო გამოეძახა. ” სხვის საქმეში ვერ ჩავერევით”(შერბილებული ვარიანტია იმ ფრაზების რაც მუსსირებდა) ხალხმა გააგრძელა ბუტბუტი და ბჭობა. სწორედ ამ დროს დავბრუნდი სახლში, იმას არ აქვს მნიშველობა მე რა გავაკეთე.სამწუხაროდ, ვერ ვუშველე და ეს ყველაზე მეტად მთრგუნავს!“- წერს ნატალი პატარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული