ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ქართველ ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს.

„მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს. მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო ვირუსისგან თავისუფალ მწვანე ზონად მოიხსენიება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანაში არის სიმშვიდის, სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი.

ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირს, აშშ-სა და სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველების ბუნებაა განვითარებისკენ და პროგრესისკენ სწრაფვა.

„მუდამ ერთგული ვართ, ვირჩევთ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხი ურყევმა ნებამ განაპირობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს ამ საქმეში, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

Facebook Comments

ახალი დადებული