„იფქლის“ განცხადება: ეს ადა­მი­ა­ნი ფერ­მე­რია და რა ფორ­მით მი­აწ­ვდის პროდუქ­ცი­ას თა­ვის სა­ქო­ნელს, ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ფარ­გლებს სცილდება

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც “იფქლის” პუ­რებ­ზე მდგო­მი მა­მა­კა­ცია აღ­ბეჭ­დი­ლი, კომპანია „იფქლი“ გამოეხმაურა.

კომპანიის განმარტებით, მამაკაცი ფერმერია, რომელმაც მაღაზიიდან დაბრუნებული პური შეისყიდა და თავისი ცხოველებისთვის მიაქვს.

“მე­გობ­რე­ბო, გვინ­და ერთ-ერთ და­ხუ­რულ ჯგუფ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ფო­ტო­ებს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ.

იფქლში მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად ვაბ­რუ­ნებთ ათა­სო­ბით ძველ, ე.წ. ჩა­მო­წე­რილ პურს. ამ პრო­დუქ­ცი­ას ძა­ლი­ან და­ბალ ფა­სად, სა­მე­ურ­ნეო მიზ­ნე­ბის­თვის ვყი­დით ფერ­მე­რებ­ზე, რომ­ლებ­საც პრო­დუქ­ცია სა­ქონ­ლის­თვის ჩვე­ნი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან თა­ვად მი­აქვთ.

ფო­ტო­ზე არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ერთ-ერთი ფერ­მე­რია, რო­მელ­თა­ნაც უკვე წლე­ბია ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. რა ფორ­მით მი­აწ­ვდის ეს ადა­მი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ას თა­ვის სა­ქო­ნელს, ნამ­დვი­ლად სცდე­ბა ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ფარ­გლებს.

რა თქმა უნდა, ამ ფორ­მით მა­ღა­ზი­ებ­ში ახა­ლი პრო­დუქ­ტის დის­ტრი­ბუ­ცია არ ხდე­ბა. ამის ნახ­ვა ად­ვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ას­თან, სა­დაც ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია შე­დის. პუ­რე­ბი ჯერ პლასტმა­სის ყუთ­ში იდე­ბა, ყუ­თე­ბი კი სპე­ცი­ა­ლურ „პა­დო­ნებ­ზე“ თავ­სდე­ბა წე­სის სრუ­ლი დაც­ვით.

და ბო­ლოს, ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობთ რომ ჩვე­ნი ქარ­ხნის, წარ­მო­ე­ბის და დის­ტრი­ბუ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა ყვე­ლას­თვის გვე­ა­მა­ყე­ბა. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის კარი ყო­ველ­თვის ღიაა მე­დი­ის, მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გი­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვი­საც კი. პუ­რის დის­ტრი­ბუ­ცი­ას ამ­გვა­რად რომ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დეთ, არ მიგ­ვი­ღებ­და არც ერთი მა­ღა­ზია, დაგ­ვი­წერ­დნენ უამ­რავ ჯა­რი­მას და იფქლი არ იქ­ნე­ბო­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია პურ­ფუნ­თუ­შე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა­ში.

ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით ინ­ტე­რე­სი­სათ­ვის” – ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

Facebook Comments

ახალი დადებული