BBC: ოქსფორდის ვაქცინა შედეგიანი აღმოჩნდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, უსაფრთხოა და იმუნიტეტს გამოიმუშავებს,-ამის შესახებ BBC იუწყება.

კვლევამ, რომელშიც 1077-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ინექციის შემდეგ ჩნდება ანტისხეულები, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან. 

სააგენტოს ცნობით, შედეგი იმედის მომცემია, მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა იმის მტკიცება, რომ ვაქცინა საკმარისად დაიცავს ორგანიზმს. ამ დროისთვის გაცილებით მასშტაბური ცდები ტარდება. 

ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა. 

Facebook Comments

ახალი დადებული