გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს პატიმრობა შეეფარდა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ გოგოჭურის ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა განუცხადა.

საქმე ეხება, 19 ივლისს სასტუმრო “პარაგრაფში” მომხდარ ინციდენტს. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც სწორედ გოგოჭური მონაწილეობდა.

შსს-ს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს, 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს, 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს და 353-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული