დონალდ ტრამპი – ბევრი ამბობს, რომ პირბადის ტარება პატრიოტულია, ჩემზე პატრიოტი არავინაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც მას პირბადე უკეთია.

ტრამპი წერს, რომ მასზე პატრიოტი არავინაა.

“ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მცდელობისთვის დავამარცხოთ ჩინური ვირუსი. ბევრი ამბობს, რომ პატრიოტულია პირბადის ტარება, როდესაც შეუძლებელია სოციალური დისტაცირება. ჩემზე მეტი პატრიოტი არავინაა, შენი საყვარელი პრეზიდენტი!”,- წერს ტრამპი.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ტრამპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარებაზე უარს ამბობდა.

Facebook Comments

ახალი დადებული