ილონ მასკის ქონება 3 თვეში $50 მლრდ-ით გაიზარდა

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებლის გიგანტის Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ ისტორიულ რეკორდს – $305 მლრდ-ს მიაღწია. მისი დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება კი 24 საათში $5.1 მლრდ-ით გაიზარდა და $74 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მასკი ხუთეულში მომხვდარიყო.

ახლა მასკი უფრო მდიდარია, ვიდრე ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე და უმსხვილესი ინვესტორი ურონ ბაფეტი, უფრო მდიდარი ვიდრე Google-ის დამფუძნებლი ლარი პეიჯი. მისი ქონება უმდიდრესი რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ პოტანინის ქონებას 3.2-ჯერ აღემატება. აპრილში მასკის ქონება $24.6 მლრდ-დ იყო შეფასებული, შესაბამისად წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი ინოვაციური მეწარმე, 3 თვეში $49.6 მლრდ-ით გამდირდა.

Facebook Comments

ახალი დადებული