მამუკა მდინარაძე: ჩვენი მიდგომა, რომ წარმატებულმა ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საქართველოს პარლამენტში, უზრუნველყოფილი იქნება

ჩვენი მიდგომა, რომ წარმატებულმა ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საქართველოს პარლამენტში, უზრუნველყოფილი იქნება. ერთი მხრივ, ეს არის კანონის მოთხოვნა და მეორე მხრივ, ასეთია გუნდის მიდგომა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ახალ სახეებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის ბევრი წარმატებული ქალია და ფიქრობს, რომ გაცილებით მეტი ქალი იქნება სიაში.

„ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით რამდენი ქალი იქნება საარჩევნო სიაში. პირველ რიგში, კანონის ვალდებულებაა, რომ ოთხ ადამიანში ერთი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში, მეტი ქალი იქნება საქართველოს პარლამენტში. გუნდის მიდგომაც ასეთია. ბოლო დროს, როდესაც კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა კანდიდატთან, მათ შორის ახალ სახეებთან, მათ შორის ბევრი წარმატებული ქალია და ვფიქრობ, გაცილებით მეტი ქალი იქნება სიაში, 2016 წლის სიისგან განსხვავებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული