ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ რეგულარული ფრენები გაგრძელდება და ფასებიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ რეგულარული ფრენები გაგრძელდება და ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

„რეგურალური კომერციული ფრენა არის „ლუფთანზა“, „ეარფრანსი“ და იმედი მაქვს, კიდევ სხვაც აღდგება. ფასს თვითონ კომპანია ადგენს. სხვათა შორის, „ლუფთანზა“ არასდროს გამოირჩეოდა დაბალბიუჯეტიანი ფრენებით, ეს არ არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია განსხვავებით „რაინეარისგან“ და „ვიზიარისგან“. მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკა. იმედი გვაქვს, შემდეგში გაგრძელდება რეგურალური ფრენები და ფასებიც, ალბათ, დაახლოებით ძველ ნიშნულს დაუბრუნდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებლად, ბილეთებში 7 ათასი ლარის გადახდა უწევთ.

„ვერ გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ, რომ რომელიმე ერთი ბიზნესკლასის ბილეთი, თუნდაც, 2 აგვისტოსთან მიახლოებული ფრენის, ძვირი ღირდა, მაგრამ სანამ ამ ინფორმაციას გავავრცელებთ, ჩავიხედოთ „ლუფთჰანზას“ საიტზე. ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდნენ და ამოვიღე რაც ახლა უდევთ. 21აგვისტო – 10 სექტემბრის ორი გზა 1 335 ლარი ღირს, ეს არის დაახლოებით იგივე, რაც ადრე ღირდა ეს ბილეთი. 18 სექტემბერი – 1-ლი ოქტომბერი ორი გზა – 1 298 ლარი ღირს. ბუნებრივია, რაც უფრო შორს არის ფრენის თარიღი, მით უფრო იაფია, რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო აძვირებს ავიაკომპანია და არსებობს სხვადასხვა კლასი. თუ ვსაუბრობთ ეკონომკლასზე, ეკონომკლასი დაახლოებით იგივეა, რაც ადრე ღირდა და აქ რაიმე არსებითი ცვლილება არ მომხდარა. თუკი, ბიზნესკლასზე ვსაუბრობთ და ფრენა არის ხვალ, ასევე არის ბოლო ბილეთი დარჩენილი, ეს იმ კატეგორიისთვისააა, ვინც მეტს იხდის, ეს არის საბაზრო ეკონომიკა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული