პაატა იმნაძე – შანსი არის ერთი – ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და არაფერი დაიკეტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუკი მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, კორონავირუსი არ გაჩერდება.

მისივე განმარტებით, გარდაბნის მოსახლეობა გამოკვლევებზე მიდის და ამ ეტაპზე რეჟიმის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

„ჯერჯერობით, ძალიან კარგად თანამშრომლობს მოსახლეობა. იცით, რომ ჩვენი ჯგუფები იქ მუშაობენ და კარგია მოსახლეობის გამოძახილი – მოდიან ადამიანები, იკვლევენ. თუ არავითარი პრობლემა არ იქნება მოსახლეობის მასობრივ კვლევებთან დაკავშირებით, არ გახდება საჭირო რეჟიმის გამკაცრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, ყველა ადამიანმა უმარტივესი წესები დაიცვას, რაც დარჩა. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად ძალიან ცოტა დარჩა გაუხსნელი ბიზნესები ქვეყანაში, აგერ ქორწილებიც არის დაშვებული, მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, კორონა არ გაჩერდება.

შანსი არის ერთი – ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, არაფერი არ დაიკეტება“, – აცხადებს იმნაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული