როდის ჩაერთვება საქართველო COVID-19-ის ვაქცინის კვლევებში – მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევაში ჩართვას ჯერჯერობით არ გეგმავს.

„მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინის გამოყენება გარკვეული კვლევებისთვისა და ფართო მასშტაბის მოსახლეობაში დასაშვებია, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ჩავერთოთ სოლიდარობის კვლევაში“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპმა დადებითი შედეგები აჩვენა, თუმცა ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია და წინ მესამე ეტაპია. ვაქცინის კვლევის მესამე ფაზა ბრაზილიაში ჩატარდება.

მსოფლიოში კორონავირუსის 133 პოტენიურ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა.

Facebook Comments

ახალი დადებული