რუსი ჟურნალისტი – კვარაცხელიას შესაძლებლობების ზღვარი არ აქვს

რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა შემდეგ სეზონში ყაზანის „რუბინის“ პერსპექტივების შესახებ ისაუბრა და ასევე ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას დიდ პოტენციალზე გაამახვილა.

„ჩემპიონატის ლიდერთა ხუთელი მომავალ სეზონში ექვსეულად გადაიქცევა. ხუთეულის გუნდებს „რუბინი“ დაემატება. სიმართლე გითხრათ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული ვარ. თუ „რუბინი“ მოახერხებს ამ მოთამაშის შენარჩუნებას, მაშინ ალბათ ჩვენ მივიღებთ არშავინის დონის ფეხბურთელს. ასეთი მოთამაშე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში საუკეთესო იქნება – რა თქმა უნდა, თუ მას მანამდე არ გაყიდიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, „რუბინთან“ რა სახის კონტრაქტი აქვს. ჯერჯერობით, ის ჰგავს ფეხბურთელს, რომელსაც შესაძლებლობის ზღვარი არ გააჩნია“ – ამბობს რუსი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი „როსტოვთან“ (0:0) მატჩის შემდეგ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ერთდროულად რამდენიმე გამოცემის შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

Facebook Comments

ახალი დადებული