სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეს და ხვალ შედარებით აგრილდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად; შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Facebook Comments

ახალი დადებული