სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება სტაბილურად დაძაბული რჩება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებში მხარეებს შორის ახალი ბრძოლა გაიმართა, რის შედეგადაც 2 სომეხი სამხედრო მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თვადაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლზე კვლავ სტაბილურად დაძაბული რჩება. სომეხი სამხედროები მცირე დარტყმებით კვლავ არღვევენ ცეცხლის შეწყავეტის შესახებ შეთანხმებას. აზერბაიჯანული მხარე მტრის ქმედებებზე შესაბამისად რეაგირებს, რის შედეგადაც 2 სომეხი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.

შეტაკებები მხარეებს შორის მე-10 დღეა გრძელდება. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.

Facebook Comments

ახალი დადებული