ბოდიშს ვუხდი შაქარაშვილის ოჯახს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე ტერმინებით ამ ვირიშვილების გამო

ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე ტერმინებით, მაგრამ იძულებული ვიყავით ამ ვირიშვილების გამო,- ამის შესახებ შალვა რამიშვილმა postv-ს ეთერში, ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძესთან საუბრის დამთავრების შემდეგ განაცხადა.

საუბარი შეეხო „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ე.წ. უკრაინელი ექსპერტ-კრიმინალისტი ამტკიცებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი 4 დღის მკვდარი არ იყო და მას სავარაუდოდ, 2 დღის განმავლობაში, ცოცხალს, სადღაც მალავდნენ. 

ალექსანდრე გეჯაძემ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით ახსნა, თუ რატომ არის სიცრუე და არაკომპეტენტურობა გალინა კარმუშინას მიერ გამოთქმულ მოსაზრება. მისი თქმით, დასკვნაში სხვა რამ წერია და კარმუშინა ლაპარაკობას სრულიად სხვას. 

შალვა რამიშვილის თქმით, ხალხს ტვინს ურევს არაპროფესიონალი, ბოროტი ხალხი.

“ახლა რა ვქნათ, ვირიშვილო ექსპერტებო, ეს კაცი დავაჯახოთ იმ ექსპერტს და ჩვენ, მოსახლეობამ, რომლებიც არ ვართ კომპეტენტურები, ვუსმინოთ ამათ კამათს და მერე ბრძნული სახით გამოვიტანოთ დასკვნები? ე.წ. გამომძიებელო ჟურნალისტებო, მაიმუნებო, რომლებსაც ჩიპოლინოს თავგადასავალი არ გაქვთ წაკითხული, არამც თუ ასეთი მნიშვნელოვანი დეტალების ანალიზი შეგიძლიათ. ამის გაძლება შეუძლებელია, რამ გამოგვაშტერა ხალხო, ვის უჯერებთ, მწამებლებს და სადისტებს, ამათ მოყვანილ ვიღაც ექსპერტებს? ძალიან გაბრაზებული ვარ. როგორ ურევენ ტვინს ხალხს ეს სენსაციას მოწყურებულები. ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი ოჯახისთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. ეს არ არის მათი ყურებისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა“,-განაცხადა შალვა რამიშვილმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული