ბიჭმა, რომელიც გათხოვილ ქალთან სექსუალური კავშირის გამო ბოძზე მიაბეს, პოლიციაში იჩივლა

20 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ სოფელში მომხდარ (14-15 ივლისი) სავარაუდო ძალადობის ფაქტს. ინფორმაციას Marneuli Daily ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციას მიმართა პირმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის სოფელ კაპანახჩში რამდენიმე ადამიანმა ბოძზე მიაბა. როგორც მედიას ამავე სოფლის მკვიდრები უყვებიან, მამაკაცს მათ დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. ფაქტს ქალის მამამთილი შეესწრო, რის შემდეგაც კაცი გაკოჭეს და ბოძზე მიაბეს.

ადგილობრივების თქმით, ბიჭი ბოძზე მიბმული მისი მშობლების მოსვლამდე იყო. მამამთილს კი, ნერვიულობის ნიადაგზე გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა 8 ადამიანი დააკავეს, რასაც სოფლის მცხოვრებლები აპროტესტებენ. მათი თქმით, დასაჭერი ის არის, ვინც გათხოვილ ქალთან მალულად შეიპარა და ურთიერთობა დაამყარა.

Facebook Comments

ახალი დადებული