კიევში, ბაზრობასთან, რომელიც მეტრო „მინსკაიასთან“ მდებარეობს, პოლიციამ ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ კიევის პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით განაცხადა.
კლიჩკოს თქმით, პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა და სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ მეტროს გვერდით დანაღმულია ორი ჯიხური. პოლიციამ ინფორმაცია შეამოწმა და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.
ისინი ჯიხურებსა და ავტომანქანებს შორის იყო მოთავსებული. პოლიციაში ამბობენ, რომ ბაზრობასთან საეჭვო ყუთები იპოვეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილზე განაღმეს, ნარჩენები კი, ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.
ბაზრობიდან ევაკუაცია განხორციელდა, ტერიტორიას სამართალდამცველები იცავენ.
Facebook Comments