მერია: გავრცელებული სურათი რეაბილიტაციის შემდგომი ტერიტორიის სრულ სურათს არ ქმნის

პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალი რეაბილიტაციის შემდეგაც დარჩება. ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსურათებზე მხოლოდ გამწვანების თარგები იყო ნაჩვენები, რაც რეაბილიტაციის შემდგომი ტერიტორიის სრულ სურათს არ ქმნის.

„9 აპრილის მემორიალი რჩება ადგილზე უცვლელი სახით. რაც შეეხება რენდერებს, მასზე ასახული იყო მხოლოდ თარგები. ასევე შენარჩუნებული იქნება ისტორიული ფილები, სადაც 9 აპრილს უდნაშაულო ხალხის სისხლი დაიღვარა“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიის რეაბილიტაცია 2020 წლის იანვარში დაიწყო და აგვისტოში უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის შედეგად არსებული შადრევნები უნდა მოწესრიგდეს, შეიცვალოს ფილები და გაკეთდეს გამწვანების ახალი თარგები.

სამუშაოებს „გრინ სერვისი” ახორციელებს და ის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი ჯდება.

Facebook Comments

ახალი დადებული